უკრაინაში რუსეთის საჰაერო თავდასხმები საგრძნობლად შემცირდა - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საჰაერო ოპერაციების რაოდენობა უკრაინაში საგრძნობლად შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში რუსული თვითმფრინავები ახლა უკრაინაში დღეში ათობით ოპერაციას ასრულებდნენ, როცა 2022 წლის მარტში ისინი 300-მდე ოპერაციას ასრულებდნენ.

"ეს კლება დიდი ალბათობით უკრაინული საჰაერო დაცვის სისტემების განგრძობადი საფრთხის, რუსული თვითმფრინავებისთვის საფრენ დროს შეზღუდვის და ამინდის გაუარესების შედეგია. იმის გამო, რომ რუსეთის სახმელეთო თავდასხმების ტაქტიკა დიდწილად დამოკიდებულია ვიზუალურ იდენტიფიკაციაზე და უმართავ სროლაზე, რუსეთის საჰაერო ძალები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ სახმელეთო ოპერაციებს დაბალი რაოდენობით ზამთარში, ცუდი ამინდის პირობებში", - წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე რუსეთმა უკრაინაში 60-მდე თვითმფრინავი დაკარგა. 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი