ვმუშაობთ კონგრესთან ერთად, რათა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდეს - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ კონგრესთან მუშაობს, რათა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდეს. 

ამასთან დაკავშირებით ბლინკენმა CNN-თან ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესთან ტერორიზმის განმარტებაზე მუშაობს.

გარდა ამისა, როგორც ბლინკენმა აღნიშნა, აშშ მუდმივად ეძებს გზას რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით.

"ჩვენ მუდმივად ვეძებთ სხვადასხვა ზომებს, რომლის მიღებაც ზეწოლის გაზრდის მიზნით საჭიროებისამებრ შეგვიძლია. ჩვენ ახლა ვმუშაობთ კანონმდებლობაზე, რომელიც დაგვეხმარება გადავლახოთ ზოგიერთი გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორის განმარტებასთან. ჩვენ ვეძებთ გზებს - ვმუშაობთ კონგრესთან, რომ შედეგამდე მივიდეთ", - თქვა ბლინკენმა. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობს. მანამდე კი NATO-საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია და მისი რეჟიმი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი