დედაქალაქის მერმაც, ისევე როგორც მისმა თანაპარტიელებმა, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს ორდღიანი დუმილის შემდეგ დღეს მიუსამძიმრა. კალაძის სამძიმარს თბილისის მერია ავრცელებს, თავად კალაძე კი რომში იმყოფება:
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს! რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს. უმძიმესია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს!“ - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა სამძიმრით დაიწყო, თუმცა იქვე შეახსენა დაღუპულების ოჯახებს, რომ ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს მთავრობა იხდის.