მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ადგილას, მოვითხოვდი, რომ მომხდარიყო სასჯელის გადავადება - გრიგოლია

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში" უკვე მივიდა ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმი, გიორგი გრიგოლია, რომელიც მესამე პრეზიდენტის მკურნალ ექიმს უნდა შეხვდეს. მას სურს ინფორმაცია მიიღოს იმის შესახებ, თუ რატომ დამძიმდა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და როგორი იყო მკურნალობის კურსი. 

"სიტუაცია მთლად დამაკმაყოფილებელი არ არის, ნუ ამ 6 თვეში მოხდა რაღაც გარკვეული გაუარესება, ის რაც ჩვენ დავწერეთ ბოლო კომისიაში, რომ ამ პირობებში, ჩვენ პირობებში მისი განკურნვა მთლიანად შეუძლებელი იყო, ალბათ ეს დასტურდება. თუ ჩავთვლით, რომ დღევანდელი მდგომარეობა, ვთვლით კი არა ეს ასე არის, რომ უარესია ვიდრე იყო მაისში, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ მკურნალობა მთლად ადეკვატური არ ყოფილა. 

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ადგილას, რა თქმა უნდა, მოვითხოვდი, რომ რაღაცა სახით მომხდარიყო გადავადება ამ სასჯელის, სანამ არ გამოჯანმრთელდებოდა და მივმართავდი იმ დაწესებულებას, სადაც შეიძლება გამოჯანმრთელება", - თქვა გიორგი გრიგოლიამ. 

კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისმა მკურნალმა ექიმმა დღეს მედიის კითხვებს არ უპასუხა. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი