
რუსეთში სარატოვის რეგიონში სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. სარატოვის რეგიონის გუბერნატორმა თქვა, რომ უსაფრთხოების ძალები ამოწმებენ, "ცნობებს სამხედრო ობიექტებზე მომხდარი ინციდენტის შესახებ".
მანამდე აფეთქება მოხდა რიაზანთან ახლოს, ადგილზე საწვავის ტანკერი აფეთქდა.