უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება 

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში კვლავ დაძაბული რჩება ვითარება. რუსული არმია ისევ ცდილობს სრული კონტროლის მოპოვებას ბახმუტსა და მის შემოგარენზე. ამ დრომდე ვერ ხერხდება დაღუპული ქართველი გმირების ფრონტის ხაზიდან გამოსვენება.

ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ბახმუტთან სასტიკ ბრძოლაში სამ დეკემბერს დაიღუპნენ. ხუთივე აფხაზეთის ომის მონაწილე იყო.

24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას 33 ქართველი გმირი შეეწირა. საქართველოს თავისუფლებისთვის! - ეს არის უკრაიონაში მებრძოლი ყველა ქართველის მთავარი მოწოდება.

ამ დრომდე ვერ ხერხდება ბახმუტში მყოფ ქართველ მებრძოლებლთან დაკავშირება საბრძოლო ვითარებისა და ენერგო პრობლემების გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი