
რუსეთში, კურსკის გუბერნატორის თქმით, ქალაქთან მდებარე აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარაიტით თავდასხმა მოხდა.
"დრონის თავდასხმის შედეგად კურსკის აეროდრომის მიდამოში ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. მსხვერპლი არ ყოფილა", - დაწერა გუბერნატორმა.
მისი თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია და ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ.
ერთი დღით ადრე, რუსეთმა თქვა, რომ ორ აეროდრომზე - რიაზანის და სარატოვის ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და ორი თვითმფრინავი დაზიანდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ გამოყენებული იყო საბჭოთა წარმოების დრონები.