გასაყიდი ღამურები - გატაცებული მღებრიშვილის ოჯახი ე.წ. უშიშროების განცხადებას აბსურდულს უწოდებს

გამოქვეყნდა:

ამაზე მეტი ტყუილი შეიძლება რომ არსებობდეს? ეს არის აბსურდი - ასე ეხმაურება საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებას.

ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას და ღამურების დაჭერას ედავებიან, რომლებსაც მათივე თქმით, მღებრიშვილი ამერიკელებზე  5 ათას  დოლარად ყიდდა. 

მღებრიშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ე.წ. ძალოვანებმა დაკავებულის ჩვენება გააყალბეს და ღამურებზე საუბარი თავის გამართლების უსუსური და აბსურდული მიზეზია.  

ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. განცხადება კი ე.წ. უშიშროებამ გუშინ გაავრცელა, სადაც წერია, რომ “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გავრცელებული ღამურების პოპულაცია, 2012 წლის შემდეგ ლუგარის სახელობის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინტერესს წარმოადგენს”.

ხვიჩა მღებრიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი საკარანტინე პერიოდის ამოწურვის შემდეგ გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი