კატეგორიულად არ ვარ "ქოცი", ამიტომ მოხდა - ბუღაძე თსუ-დან გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

მხატვარი გია ბუღაძე "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კონტრაქტი არ გაუგრძელა, რადგან ის "ქოცი" არაა. მისი თქმით, საქმე სინამდვილეში ანაზღაურებას არ უკავშირდება.

"ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის ჩვეულებრივად რომ არ ვარ ქოცი მაგიტომ მოხდა, კატეგორიულად არ ვარ ქოცი და ეს არის აბსოლუტურად მაგიტომ. ჩემთან არავის არ ჰქონია კონტაქტი, არავისთან მქონია შეხება, ამდენი ხანი ვიმუშავე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ანაზღაურებაზე არც არის ლაპარაკი, არც შეთანხმება ყოფილა, არც კონტრაქტზე ხელის მოწერა, მერე მივხვდი, რომ ჩემი გაგდება უნდათ, ელემენტარულად და რატო გავაგდებინო თავი", - თქვა ბუღაძემ. 

მისი თქმით, "ყოვლისმომცველი კომისარი მუშაობს", რომელიც სადამსჯელო ოპერაციებს ატარებს. 

"მთავარმა არხმა" კითხვით კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძესაც მიმართა, თუმცა მან ჟურნალისტები მინისტრ წულუკიანთან გადაამისამართა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გავრცელებულ ინფორმაციას გუშინ განცხადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ მათ გია ბუღაძე არ გაუთავისუფლებიათ. თსუ ამბობს, რომ ბუღაძეს, ისევე როგორც სხვა მოწვეულ ლექტორებს, შესთავაზეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საათობრივ ანაზღაურებას ფაკულტეტზე მოქმედი უმაღლესი ტარიფით, რაზეც მან უარი თქვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი