
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნი უკრაინელ ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების დღეს სპეციალური ვიდეომიმართვით ულოცავს - "ამ დღეს პირველ რიგში დაღუპულ ჯარისკაცებზე და მათ ოჯახებზე ვფიქრობთ. ეს ფიქრები გვაიძულებს გავიხედოთ იმ გზაზე, რომელიც უკრაინის არმიამ რუსეთთან ომის თითქმის 9 წლის განმავლობაში გაიარა"- ამბობს ზალუჟნი.
"ეს არის მეომრების გზა, იმ ადამიანების გზა, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და ღირსება, აირჩიონ თავისუფლება. იგი სავსეა სისხლით, სავსეა ტანჯვითა და ტკივილით, მაგრამ სწორედ ის მიგვიყვანს გამარჯვებამდე, არ დატოვებს შიშისა და სასოწარკვეთის ადგილს. ყოველდღე, იმის გაცნობიერებით, თუ რა ფასს ვიხდით თავისუფლებისთვის, მუშტს ვკრავ, რათა მქონდეს ძალა, დავამარცხო აგრესორი და მოვუსპო სურვილი, ოდესმე, მომავალში ხელყოს ჩვენი თავისუფლება" - ამბობს მთავარსარდალი.
ზალუჟნი ამბობს, რომ გვერდით საუკეთესო მეომრები დგანან – „ფოლადზე ძლიერი, ცეცხლზე მძვინვარე, ნებისმიერ ელემენტზე ძლიერი“.
"ძვირფასო ჯარისკაცებო, სერჟანტებო და ოფიცრებო, შეიარაღებული ძალების ვეტერანებო! მე ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვემსახურები ჩემს ქვეყანას. ვამაყობ, რომ ვარ თქვენი მთავარსარდალი ამ რთულ დროს. მე მჯერა თითოეული თქვენგანის და ჩვენი გამარჯვების. გულითადად გილოცავთ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, დაჭრილ ჯარისკაცებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! ყველას, ვინც რიგებშია - ძალა და გამძლეობა, შთაგონება და სიხარული, გამარჯვებული მშვიდობა! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დიდება უკრაინას!“ - ამბობს ზალუჟნი ვიდეომიმართვაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე ყოველწლიურად 6 დეკემბერს აღინიშნება.