უცხოური მედიები, The Washington Post, abcnews, euronews, Independent და Pravda მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერენ. უცხოური გამოცემები ამერიკელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას ეყრდნობიან, რომელშიც საუბარი მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზეა.
"საქართველოს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლოში საქმე შეიტანა და ითხოვს პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი სამედიცინო გამოკვლევისთვის გათავისუფლდეს, რადგან არსებობს შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ის მოწამლული იყო. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის "მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილი" და რომ ის უნდა გაგზავნონ შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში მაღალი დონის კლინიკაში.
[...]
გასულ კვირას გავრცელებულ განცხადებაში ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ადრე სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაკავების დროს ის ზოგადად ჯანმრთელი იყო, დაკავების შემდეგ განიცადა წონის კლება, კუნთოვანი ტკივილები და კუნთების ატროფია, "რაც შეიძლება იყოს არადიაგნოსტირების შედეგი. ინფექციური პროცესი და/ან შესაძლო ინტოქსიკაცია" ", - წერს WP.
გამოცემა Euroactiv მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამერიკელი ექსპერტების დასკვნას განიხილავს და წერს, რომ მოხსენებაში ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა დაწერა, რომ ტესტირებებმა მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობა გამოავლინა. დევიდ სმიტი დასკვნაში წერდა, რომ მძიმე მეტალების არსებობა მოწამვლის შედეგია. ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ მეტალები ორგანიზმში მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მოხვდა.
გამოცემა ასევე წერს ანგარიშის ავტორის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც სააკაშვილი იღებს მავნე მედიკამენტები სათანადო ზედამხედველობის გარეშე
"სიკვდილის გაზრდილი რისკი გარდაუვალია ადეკვატური მკურნალობის გარეშე, რაც, როგორც ჩანს, უარყოფილია ან მიუწვდომელია საქართველოში" -აღნიშნა სმიტმა ანგარიშში.
მედია ასევე საუბრობს საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზეც და წერს, რომ "ხელისუფლება დაჟინებით ამტკიცებს, რომ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება".
მედია ასევე ეყრდნობა ცენტრ ემპათიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის თავის ტვინის დაზიანებისა და ნეირო-ინტოქსიკაციის დიაგნოზი აქვს.
სტატიას აქვეყნებს პოპულარული ესპანური გამოცემა El Mundo-ც . გაზეთი აღნიშნავს, რომ 54 წლის რეფორმისტი პრეზიდენტი გასულ წელს დააკავეს და ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. გამოცემას ასევე მოჰყავს ამერიკელი ტოქსიკოლოგის, დევიდ სმითის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი, რაც მის მოწამვლაზე მიუთითებს. ესპანური გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ოქტომბერში ევროპის საბჭომ ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგე პატიმრების განთავისუფლება მოითხოვა, რომელთა შორის კონკრეტულად დაასახელა მიხეილ სააკაშვილიც.