"100 წლის შემდეგ ყველა გარდავიცვლებით..." - მაჭარაშვილი უკრაინაში დაღუპულ გმირებზე

გამოქვეყნდა:

100 წლის შემდეგ ყველა, მეც და თქვენც გარდავიცვლებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ უნდა გააგრძელოს - ასეთია ოცნებას "გამოყოფილი" გმაჭარაშვილის შეფასება უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებზე.

"ხალხის ძალის" წევრი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც უკრაინაში მებრძოლს ქართველებს "საწყალი ბიჭები" უწოდა, ბოდიში არ აქვს მოსახდელი:

"ბოდიში უნდა მოხადოს ყველამ, ომის პარტიის ლიდერებიდან დაწყებული, რიგითი ჭანჭიკებით დამთავრებული. პოლიტიკური ჭინკები, შავი ლენტა რომ უნდათ დაკიდონ ნაძვის ხეზე. საკუთარ სახლში დაკიდეს შავი ლენტა? კითხეთ ხოშტარიას საკუთარ სახლში დაკიდა შავი ლენტა ნაძვის ხეზე ?" ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, პრემიერმა ღარიბაშვილმა გმირებს "საწყალი ბიჭები" მთავრობის სხდომაზე ეძახა, მათ ოჯახებს კი შეახსენა, რომ გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს მთავრობა ფარავს. ღარიბაშვილის მტკიცებითვე, ქართველები უკრაინაში საბრძოლველად "ომის პარტიის" ლიდერებს მიჰყავთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი