სწორი იყო, რომ ლატვიაში მობილიზაციას გამოქცეული რუსები არ შევუშვით, ისინი ომს მხარს უჭერენ - რინკევიჩისი

გამოქვეყნდა:

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩისი ამბობს, რომ ლატვიის გადაწყვეტილება, არ შეეშვა ქვეყანაში მობილიზაციას გაქცეული რუსეთის მოქალაქეები სწორი იყო, რადგან გაქცეულთა უმეტესობა უკრაინაში ომს მხარს უჭერს.

ამის შესახებ მინისტრმა Neatkariga Rita Avize-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ლატვიაში არ შევუშვით ისინი, ვინც რუსეთიდან მობილიზაციის თავის ასარიდებლად გარბოდა. ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმა, როგორიცაა საქართველო, მიიღეს ისინი და მათი რაოდენობა იქ ძალიან ბევრია, სხვადასხვა შეფასებით ეს 100 000-ზე მეტია. ეს გარკვეულ გამოწვევებს ქმნის. ჩვენთვის ნათელი იყო, რომ ეს ადამიანები არ არიან ომის წინააღმდეგი, ისინი ომში მათი მონაწილეობის წინააღმდეგი არიან და ეს სრულიად განსხვავებული რამაა", - თქვა მან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი