"პოლიციის განყოფილებაში მყოფი მოწმეები ადასტურებენ, რომ ჩოლოიანი ძალით ცდილობდა ჩვენების ჩამორთმევას" - ლუკა სირაძის საქმე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაიკითხებიან მოწმეები და გამოიკვლევენ იმ ვიდეომასალას, რომელიც დიღმის პირველი განყოფილებიდან ამოიღეს. ამით ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება.

გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახი ამბობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენისთვის საქმეში მტკიცებულებები საკმარისად არის. ისინი ჩოლოიანისთვის სასჯელის მაქსიმალურ ვადას ითხოვენ:

"თავის საქმეზე, განყოფილებაში მყოფი მოწმეები ადასტურებენ, რომ მარიანა ჩოლოიანი აგრესიულად ლაპარაკობდა და ძალით ცდილობდა ჩვენების ჩამორთმევას" - ამბობს ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძე

განსხვავებული პოზიცია აქვთ ბრალდებულის ადვოკატებს. ჩოლოიანის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვე მყოფის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები ლუკა სირაძის დედის ჩვენების გარდა, არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. 

მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. გამოძიება მას ჩვენების მიცემის იძულებას ედავება.

თავად ჩოლოიანი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი