6 დეკემბერს რუსეთმა შესაძლოა მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს - უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალებში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა 6 დეკემბერს, შესაძლოა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა, იური იგნატიმ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

მანვე აღნიშნა, რომ ბოლო თავდასხმის დროს უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 60-ზე მეტი რაკეტა, მაგრამ უკრაინას მეტი ძალა სჭირდება საჰაერო საფრთხისგან თავის ეფექტურად დასაცავად.

კერძოდ, მან მეტი გერმანული Gepard-ის, IRIS-T-ისა და ნორვეგიული NASAMS-ის საჭიროებებზე ისაუბრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი