რუსეთთან ნებისმიერი პირობებით სამშვიდობო მოლაპარაკებები საშიშია - კალასი

გამოქვეყნდა:

ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი ამბობს, რომ რუსეთთან ნებისმიერი პირობებით, სამშვიდობო მოლაპარაკებები საშიშია. კალასმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკებების წინაპირობა უკრაინიდან რუსეთის გასვლა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს.

ამის შესახებ კაია კალასმა ERR-ს განუცხადა და თქვა, რომ NATO-უპირველეს ყოვლისა თავდაცვითი ორგანიზაციაა. გარდა ამისა, როგორც კაია კალასმა აღნიშნა, მას არ შეუძლია პირდაპირი კომენტარი გააკეთოს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებასთან დაკავშირებით. კალასმა თქვა, რომ "საფრანგეთი ესტონეთის კარგი მოკავშირეა".

"NATO არის ალიანსი, რომელიც თავისი წევრების დასაცავად შეიქმნა. რომელიც სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ დაიცვას მილიონობით ადამიანი რუსული ომის დანაშაულებისა და ექსპანსიისგან. თუმცა როგორც ზოგადი კომენტარი, ვიტყოდი, რომ ევროპული უსაფრთხოების გარანტიებზე ესტონეთის პოზიცია მკაფიოა: დღეს თავისუფალი სამყაროს ფოკუსი უნდა იყოს იმაზე თუ როგორ დაეხმაროს უკრაინას გამარჯვებაში და უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება პერსპექტივაში", - თქვა მან და დასძინა: "ომის კრიმინალები უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და ზიანი უნდა ანაზღაურდეს. ეს არის გრძელვადიანი მშვიდობისა და მომავალი აგრესიის პრევენციის ერთადერთი გზა".

კაია კალასის თქმით, იმ ფონზე, რომ უკრაინა ფლობს ინიციატივას ბრძოლის ველზე, ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა უფრო მეტად დაეხმარება რუსულ ძალებს მიიღონ ამოსუნთქვის საშუალება განახლებული აგრესიისთვის. სწორედ ამიტომ, "საშიშია მშვიდობაზე ან ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი".

"მიმდინარეობს აგრესიული ომი. რუსეთი შეიჭრა თავისი მეზობლის ტერიტორიაზე და ამის ფონზე, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე", - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა. 

გასულ კვირას შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტისას ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ  რუსეთის შიშების გათვალისწინება NATO-ს მეზობლად ყოფნის შესახებ "არსებითია" მომავალში ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი