რუსეთის ქალაქ ნოვოშახტინსკში, სავარაუდოდ, დეზერტირმა პოლიციელის ცეცხლი გაუხსნა | რუსული მედია

გამოქვეყნდა:

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში სამხედროფორმიანმა უცნობმა პირმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ТАСС ავრცელებს.

როგორც ცნობილია ცეცხლი, სავარაუდოდ, დეზერტირმა გახსნა. შემთხვევის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა.

რუსეთის შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის, ეჭვმიტანილის ვინაობის დასადგენად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი