"ვერ იღებს საკვებს ჰქვია ანორექსია...არ იღებს საკვებს წინასწარ განზრახვით ჰქვია შიმშილობა, ან სიუციდალური ქცევა" - ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა ექიმმა თენგიზ წულაძემ ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებმა დღეს მორიგი დასვნა გამოაქვეყნეს, საიდანაც ირკვევა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა განსაკუთრებით სექტემბრიდან, განსაკუთრებულად დამძიმდა.
ნევროლოგმა, ექიმმა თენგიზ წულაძემ "ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებას უპასუხა, რომელმაც საკუთარ მძიმე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა თავად მიხეილ სააკაშვილს დააკისრა. როგორც წულაძე კოლეგის პასუხად ამბობს, თუ შიმშილობაც და სუიციდალური ქცევაც არსებობის შემთხვევაში, პაციენტის ისტორიაში უნდა ეწეროს, რაც ამ შემთხვევაში ასე არაა:
"ვერ იღებს საკვებს ჰქვია ანორექსია და თან ახლავს გულისრევა, სხვა პრობლემები, ან თუნდაც ფსიქოლოგიური პრობლემები. არ იღებს საკვებს წინასწარ განზრახვით, ჰქვია შიმშილობა, ან სიუციდალური ქცევა. სიუციდალური ქცევა, ანუ თვითმკვლელის ქცევა. მე ვფიქრობ, ვერ იღებს ის საკვებს. ჩემი გასინჯვით არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის შიმშილობს ან სიუციდალური ქცევა აქვს.
საკვების ვერ მიღება ბევრ პრობლემებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. შესაძლებელია პოსტტრავმულმა სტრესულმა აშლილობამ მისცა გამშვები მექანიზმი, თუმცა გამშვები მექანიზმი რა არის ახლა ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა აღარ აქ, როდესაც პაციენტი კახექსიის ფაზაშია გადასული.
თუ პაციენტი წინასწარ განზრახვით არ იღებს საკვებს მას ჰქვია - ან შიმშილობა ან სუიციდალური ქცვა. სუიციდალური ქცევა კლინიკის პასუხისმგებლობაა, შიმშილობა პაციენტის პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ უკვე პოლიტიკური განაცხადია და ცხადია ეს საკითხები, ერთიც და მეორეც პაციენტის ისტორიაში უნდა ეწეროს. ასეთი რამ ისტორიაში ჩანაწერი ვერ ვნახეთ" - ამბობს თენგიზ წულაძე
შეგახსენებთ, რომ "ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, ისიც სასურველ დროს, სასურველ დღეებში. "ვივა მედში" ასევე ამტკიცებენ რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და რომ ის, არ წაქცეულა.