მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს სულ მცირე, სასჯელის მოხდისგან გადავადებას - ომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

"ვეცდები, რომ ჩემი ვადის ამოწურვამდე, 8 დეკემბრამდე სასამართლო მეგობრის მოსაზრება გავაგზავნოთ" - ამის შესახებ ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნის გასაჯაროებისას, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ისაუბრა.

ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა  მძიმედ ფასდება, რაც აკმაყოფილებს მისი სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

"სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც სულ მცირე, ასეთ სიტუაციაში ითვალისწინებს  სასჯელის მოხდისგან გადავადებას მსჯავრდებულის. ამიტომ კიდევ ერთხელ სამართლებრივად თუ ვიმსჯელებთ, მე ეს დასკვნა მეუბნება იმას, რომ პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლი ამბობს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის  მოხდისგან გადავება შეიძლება მოხდეს, თუ მისი დაავადება არის მძიმე,რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, ამიტომ კიდევ ერთხელ, სულ მცირე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რადგან ფასდება მძიმედ, ვფიქრობ რომ სულ მცირე, სასჯელის მოხდისგან გადავადებას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს. 

ვეცდები ჩემი ვადის ამოწურვამდე, ანუ 8 დეკემბრამდე ეს სასამართლო მეგობრის მოსაზრება გავაგზავნოთ" - ამბობს ნინო ლომჯარია

ომბუდსმენის თქმით, ის არ აპირებს სალომე ზურაბიშვილისთვის მიმართვას  - არა, არ ვაპირებ, მე ვაპირებ, რომ მივმართო სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. ერთი დღე დამრჩა ამ პოზიციაზე და ვაპირებ ამ ინსტრუმენტის გამოყენებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით" - აცხადებს ნინო ლომჯარია 

შეგახსენებთ, სასამართლო პროცესი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე, ან გათავისუფლებაზე უნდა იმსჯელონ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 9 დეკემბერს ჩაინიშნა.

სახალხო დამცველთან არსებულმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დღეს სამედიცინო დასკვნა გაასაჯაროა, სადაც საუბარია, რომ ბოლო თვეებში მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა განსაკუთრებულად დამძიმდა და რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

მედიკოსების დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში ვეღარ გაგრძელდება, რადგან მისნაირი პაციენტის მართვის გამოცდილება ქართულ სამედიცინო სფეროს არ აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი