"ჩემი შეფასებით, საქმე გვაქვს უფრო ანორექსიასთან, ანუ ვერ იკვებება და ვერ იღებს [საკვებს] ადეკვატურად" - ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი, ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი საუბრობს, რომელიც "ვივა მედის" ბრალდებას პასუხობს, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს.
ენდოკრინოლოგის შეფასებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. რაც საგრძლობად გამოიხატა ბოლო 7 თვის განმავლობაში წონის კლებით, რაც "შეადგენს დაახლოებით 30%-მდე რაც მნიშვნელოვანი გაუარესებაა"
შეგახსენებთ, რომ "ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, ისიც სასურველ დროს, სასურველ დღეებში. "ვივა მედში" ასევე ამტკიცებენ რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და რომ ის, არ წაქცეულა.