მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა სავალდებულო და აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმები ფატალური შედეგის მოლოდინში არიან. ასეთია სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა, რომელიც ომბუდსმენმა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა. მედიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოში ყველა რესურსი ამოწურულია და მესამე პრეზიდენტი ვეღარ მიიღებს იმ მკურნალობას, რომელიც მის მდგომარეობას გამოასწორებს.
მედიკოსებმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ შეაფასეს. შეისწავლეს სამდიცინო დოკუმენტაცია და კიდევ ერთი დასკვნა მოამზადეს. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე, ომბუდსმენი სააკაშვილის პროცესზე სასამართლოს მეგობრის სტატუსით წარდგება. დასკვნაში წერია, რომ მესამე პრეზიდენტრს მეოთხე ხარისხის კახექსია აქვს და პროცესი კვლავ პროგრესირებს. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ომბუდსმენის კონსილიუმმა მეორე დოკუმენტი მოამზადა, რომელიც წინამორბედზე ბევრად უფრო მძიმეა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი