რას გადაწყვეტს მოსამართლე არევაძე | დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას 9 დეკემბერს

გამოქვეყნდა:

უმძიმესი პოლიტიკური დევნის საქმე ბოლო ეტაპზე გადადის. თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაინიშნა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა გადაწყვიტოს გადარჩება თუ არა მესამე პრეზიდენტი და მიეცემა თუ არა შესაძლებლობა, იმკურნალოს შესაბამის კლინიკაში.

ადვოკატები მოელიან, რომ გადაწყვეტილების მისაღებად სულ რამდენიმე სხდომის ჩატარება იქნება საკმარისი და პროცესი მალე დასრულდება. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება - მისი თანამებრძოლები ყვებიან, რომ პრეზიდენტი რამდენჯერმე წაიქცა და ვერ გადაადგილდება.

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი კი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს და აცხადებს, რომ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა საჭირო არ არის. 

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი