"ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი" - ცნობილი რუსი ჟურნალისტი გადაცემებს საქართველოში მოამზადებს

გამოქვეყნდა:

ლეონიდ პარფიონოვის საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემა „სხვა დღე“ საქართველოში ჩაიწერება - ამის შესახებ ინფორმაცია რუსმა ჟურნალისტმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გაავრცელა და თბილისის სტუდიის ვიდეო გამოაქვეყნა. 

"ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი. მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე სტუდიაში მოწყობილია Youtube სერიალის, „სხვა დღის“ დეკორაციები“, - ამბობს პარფიონოვი ვიდეომიმართვაში.

"ekhokavkaza" წერს, რომ "სხვა დღე" არის გადაცემა, რომელიც გადიოდა НТВ და "России 1" არხებზე 1990-იანი წლებიდან. ავტორი და წამყვანი ლეონიდ პარფიონოვი იყო. 1990-1991 და 1993-1996 წლებში "სხვა დღე" იყო არაპოლიტიკური, ხოლო 1996 წელს გადავიდნენ დოკუმენტურ ფილმებზე.

2001-2004 წლებში „სხვა დღე“ გადაიქცა საინფორმაციო და ანალიტიკურ გადაცემად ყოველკვირეული ამბებით.

2018 წელს ლეონიდ პარფიონოვმა საკუთარი YouTube არხი და შოუ "პართენონი" შექმნა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი