ილია მეორე ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე 3 დეკემბერს, ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. 

"დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, - ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ", - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გამოსვენება ქალაქ ბახმუტიდან მეოთხე დღეა ვერ ხერხდება. ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია.

ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ბახმუტთან სასტიკ ბრძოლაში სამ დეკემბერს დაიღუპნენ. ხუთივე აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. 

24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას 33 ქართველი გმირი შეეწირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი