"დემოკრატია რომ რელიგია იყოს, ალბათ, ცესკო ტაძარი იქნებოდა და მის საქმიანობაში ვერასდროს ვერავინ ჩაერეოდა. მე ქალბატონი ვარ და თქვენ წინაშე ვდგავარ და ველი თქვენი მხრიდან ტექნიკურ გადაწყვეტილებას. თუ აქამდე უნდა მოგვეხაზა არჩევნებზე, ახლა უნდა გავაფერადოთ არჩევნები და იმედი მაქვს გავაფერადებთ ჩვენს მომავალსაც"
- თქვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თამარ ალფაიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსმენისას.