"ნაციონალურ მოძრაობაში" გაფართოებული შეხვედრა იმართება. პარტიის წევრებს გუშინ, მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის ჩანიშვნის შემდეგ, თავმჯდომარე, ნიკა მელიამ მოუწოდა შეიკრიბონ და იმსჯელონ როგორი იქნება სამოქმედო გეგმა.
შეხვედრას არ დაესწრებიან ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც რეგიონებში შეხვედრებს მართავენ.
ადგილზე მივიდა თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე, რომელმაც ნიკა მელიას ინიციატივა მოუწონა და თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უწყვეტი აქციები და საპროტესტო აქტივობებია.
"თუ სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ გაწირავს სააკშვილის სიკვდილისთვის, ასეთ დროს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ენმ-მ უნდა გააკეთოს ყველაფერი აბსოლუტურად, შესაძლებელი და შეუძლებელიც იმისთვის, რომ ჩვენ გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე", - თქვა ანი წითლიძემ.
მანამ სანამ გეგმა გაჟღერდება ცნობილია, რომ პარასკვეს, 9 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად აქიცა გაიმართება.