უშლის თუ არა ხელს აშშ უკრაინას საკუთარი შორს მანძილზე მოქმედი საშუალებების განვითარებაში? - არა - ოსტინი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას ხელს არ უშლის შორ მანძილზე მოქმედი საშუალებების განვითარებაში. როგორც ოსტინი ამბობს, უკრაინის უსაფრთხოებისთვის აშშ-მ უკვე 19 მლირდ დახარჯა: 

"თქვენ მკითხეთ, უშლის თუ არა ხელს აშშ უკრაინას საკუთარი შორს მანძილზე მოქმედი საშუალებების განვითარებაში. მოკლე პასუხი არია - არა. ჩვენ 19 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ იმისთვის, რომ უკრაინას უსაფრთხოების კუთხით დავხმარებოდით. ასევე ვიმუშავეთ იმისთვის, რომ პარტნიორებსა და მოკავშირეებს მიეწოდებინათ დახმარება. როგორც იცით, ჩვენ შევქმენით უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფიც, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება. გასულ თვეს შევიკრიბეთ ბოლოს და პარტნიორების სიმტკიცე ამ მიმართულებით უცვლელია." ამბობს ოსტინი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი