
ბარსელონას გარეუბანში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 155 ადამიანი დაშავდა. სარკინიგზო კატასტროფა, ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კატალონიის რეგიონში მდებარე სადგურზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოძრავი მატარებელი იმავე ლიანდაგზე მდგარ გაჩერებულ მატარებელს შეეჯახა. შემთხვევას კატალონიის პოლიცია იძიებს.