თუ არ იქნება ობიექტური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მზად ვართ, რადიკალურ მოქმედებებზეც გადავიდეთ - ბეჟაშვილი

გამოქვეყნდა:

ენმ-ში შეკრება დასრულდა. როგორც ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჯაშვილმა განაცხადა, თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, ყველანაირი სცენარისთვის მზად არიან, მათ შორის, რადიკალურ ქმედებებზე გადასვლისთვისაც, თუმცა ბეჟაშვილს არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობს

"თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მზად ვართ, რადიკალურ მოქმედებებზეც გადავიდეთ. თუმცა, ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. 

რადიკალურ მოქმედებებში შედის ყველა ის კანონიერი საშუალება, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით და კანონმდებლობით" აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მოვაკვლევინებთ ციხეში - ამბობს პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი მუმლაძე, რომელიც ასევე ესწრებოდა შეკრებას.

ენმ-ს წევრები საზოგადოებას 9 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, სწორედ 9 დეკემბერსაა ჩანიშნული სასამართლო პროცესი საქალაქოში, სადაც მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე, ან გათავისუფლების შუამდგომლობაზე უნდა იმსჯელოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი