"მაგას ევა ჰყავს?" - მაჭარაშვილმა ადამ კინზინგერზე ხუმრობა სცადა

გამოქვეყნდა:

"ხალხის ძალის" წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადება 0-ის ტოლია საქართველოს საზოგადოებისთვის. მან დღეს ჟურნალისტებთან "ხუმრობაც" სცადა და იკითხა ჰყავს თუ არა ადამს ევა.

"მაგას ევა ჰყავს?! [...] ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ საბედნიეროდ კინზინგერი არ წარმოადგენს აშშ-ს, მეორე, შეერთებულ შტატებს ვინც წარმოადგენს, სახელმწიფო მდივანი, თეთრი სახლის პრესსპიკერი, მათ გააკეთეს განცხადებები და ბატონმა კინზინგერმა ჯერ წაიკითხოს საკუთარი ქვეყნის ლიდერების განცხადებები, რუსეთთან მიმართებაში, და მერე მოიკითხოს საქართველოს პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. [...] ბატონი კინზინგერი არ უნდა სვამდეს კითხვას, მითუმეტეს ისეთი ქვეყნის წინაშე, რომლის 20%-იც არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ბატონი ბორელის განცხადებით, უკრაინის შემდგომ ნომერ პირველი საფრთხე რურუსეთის ფედერაციიდან არის საქართველოზე", - თქვა მაჭარაშვილმა. 

მაჭარაშვილმა თქვა, რომ პარტნიორობა უნდათ ისეთ ქვეყნებთან და მეგობრებთან, რომლებსაც საქართველოს სუვერენიტეტი სურთ და პატივს სცემენ ხელისუფლებას. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი