"ფლანგვის დეტექტორი" ამბობს, რომ ჭიათურაში, აკაკი წერეთლის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული საყრდენი კედელის მოწყობისთვის 2019 წელს მერიამ ბიუჯეტიდან 50,400 ლარი დახარჯა.
"კერძოდ, 45,000 ლარი უშუალოდ კედლის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა, ხოლო 5,400 ლარი შემდგომში ამ კედლის მოსახატად. აღსანიშნავია, რომ შესრულებული სამუშოები მაშინვე გარკვეული ხარვეზებით ხასიათდებოდა. კერძოდ კედლიდან ბათქაში და სხვა ნაწილები ცვიოდა, რის შემდეგაც ჭიათურის მერიამ ამ კედლის მოხატვა გადაწყვიტა, რათა აღნიშნული ხარვეზები დაემალათ", - წერს ორგანიზაცია.
მათივე ცნობით, მერიამ თქვა, რომ მიმწოდებელი კომპანია ხარვეზებს გამოასწორებდა, თუმცა 2022 წლის აგვისტოში ხელმეორედ გამოაცხადა ტენდერი კედლის რეაბილიტაციისთის. გამარჯვებულ კომპანია "გზა 2022"-ს ბიუჯეტიდან 14 000 ლარი ჩაერიცხება. ეს კომპანია 7 თვის წინ არის დაარსებული.
"ფლანგვის დეტექტორის" დასკვნით, ჭიათურის მერიამ ბოლო 3 წელში უკვე 64,500 ლარი დახარჯა ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე საყრდენი კედლის მოსაწყობად.