"ეს ემოციის გამოხატვაა" - ღარიბაშვილმა ტერმინი "საწყალი ბიჭები" განმარტა

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი სიტყვები "საწყალი ბიჭები" - ემოციის გამოხატვად განმარტა. მისი თქმით, ეს სიტყვა ნებისმიერ ადამიანზე შიეძლება გამოიყენო, რომელიც გარდაიცვლება:

"ადამიანი, რომელიც შეგეცოდება, ან გარდაიცვლება, ახლობელი იქნება თუ სხვა, ხშირად შეიძლება გამოიყენო უბრალოდ ეს ტერმინი, რომ შეგეცოდება. ადამიანი, რომელიც დაიღუპა შეიძლება შეგეცოდოს და გულწრფელად გამოხატო შენი ემოცია. ეს ემოციის გამოხატვაა და ემოციის გამოხატვაზე ადამიანს უთხრა, რატომ გამოიყენე ეს სიტყვა,ე ს არის არ ვიცი" ამბობს ღარიბაშვილი.

უკრაინაში მებრძოლ და დაღუპულ ქართველ გმირებზე საუბრისას ღარიბაშვილმა ტერმინი "საწყალი ბიჭები" ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე გამოიყენა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი