საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ვის მხარეს არის ის ომში, პასუხობს, რომ არის "საქართველოს მხარეს" და "სამართლიანობის მხარეს".
"მე ვარ საქართველოს მხარეზე, მე ვარ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი...უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე დაანებეთ თავი სხვა ქვეყნის...მე ვარ სამართლიანობის მხარეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, ჟურნალისტებმა პრემიერმინისტრს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის უკრაინაში დაღუპული ქართველების პანაშვიდზე მისვლას, თუმცა ღარიბაშვილმა პასუხი არც ამ კითხვას გასცა.