"რაც შეეხება ომში ჩართვის თემას, ბევრი რაღაც ითქმის საჯაროდ, ბევრი არ ითქმის, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მდივანმა, საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი და არა მხოლოდ, უკრაინელი ქალები და ბავშვები, არამედ ეს ფრონტიც უნდა გადავიდეს საქართველოში, ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება, ამის შემდეგ ჩვენ არა ერთი მსგავსი შინაარსის განცხადება მოვისმინეთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ საჯაროდ არ ითქმის, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველი პარტია ქართული ოცნება და ჩვენ ყველანი, ხელისუფლება, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის, საქართველოს ინტერესები. კიდევ მინდა გავიმეორო, ყველა ქვეყანას, ხალხს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს"
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.