"ამას არ გავაკეთებთ" - ღარიბაშვილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან კომენტარისას თქვა. მან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება კონფლიქტში ჩართვას დაუკავშირდა და თქვა, რომ "ამ ომში საქართველო არასოდეს ჩაერთვება".

"რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამის თაობაზე, ცხადად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასდროს ჩავერთვებით, ეს ჩვენი მკაფიო პოზიციაა. მე, როგორც პრემიერმინისტრი და მმართველი გუნდი პასუხისმგებელი ვართ ხალხის წინაშე",- თქვა ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი