ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე "ღმერთს მიაბარა" | "ოცნება" ისევ საზოგადოების მოტყუებას ცდილობს

გამოქვეყნდა:

ღმერთთან გადამისამართებული კითხვები და უფლისთვის მიბარებული მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. პრემიერი ღარიბაშვილი უკიდურესად დამძიმებული პრეზიდენტის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას იხსნის. მთავრობის მეთაური დღეს შეკითხვებზე კონკრეტულ პასუხებს გაექცა, თუმცა არ დავიწყებია საჯაროდ დირექტივების გაჟღერება მოსამართლის მისამართით, რომელმაც 2 დღეში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მისცეს მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლისა და გამოჯანმრთელების უფლება. 

ირაკლი ღარიბაშვილს დღეს არ დაუმალავს, რომ არ აინტერესებს სხვადასხვა დამოუკიდებელი კონსილიუმის საგანგაშო დასკვნები, თუმცა ახსენა იუსიტიციის მინისტრი, რომელიც ყოველ ჯერზე ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შიყვანოს და მუდმივად მიხეილ სააკაშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას უკიდურესად დამძიმებულ მდგომარეობაზე. ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებში დაცული იყო "ქართული ოცნების" პროპაგანდისტული ხაზიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი