"აღესრულა, მაგრამ მის გზაზე იარა ღირსეულად... ეს საამაყო გზაა" | ჯამბულათ ხოფერიას მამა

გამოქვეყნდა:

"აღესრულა, მაგრამ მის გზაზე იარა ღირსეულად... ეს საამაყო გზაა" - ამის შესახებ "მთავარ არხთან" უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია საუბრობს. 

ვითვალისწინებ რა, საზოგადოებრივ ინტერესს და ხალხის ინტერესს, ამიტომ ვუთმობ ჩემს დროს ჩემი მძიმე წუთებიდან ამ ყველაფერს. ჩემს შვილს ჰქონდა მისი გზა, როგორც ყველა ადამიანს აქვს მისი გზა, ეს იყო რთული გზა. როცა დადგები ამ გზაზე ადამიანი, რასაც მეომრის გზა ჰქვია, ეს არის რთული არჩევანი. მაგრამ რასაც მეომრის გზა ჰქვია, ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ უნდა ატარო ის ღირსებით და უნდა იარო ამ ღირსებით ბოლომდე. ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები, ჩვენ გვქონდა საუკეთესო მაგალითი ჩვენი წინაპრებიდან, ჩვენი მამა-პაპადან გადმოცემული. ჩვენ გვქონდა ადათები და ჩვენ გვქონდა სამხედრო წვრთნა, რომელიც ვერაგმა მტერმა დაგვკარგინა.

მაგრამ ჩვენს ხალხს აღმოაჩნდა ის უნარი, აღმოაჩნდა რეგენერაციის უნარი და მეტნაკლებად ჩვენ აღვადგინეთ ეს და ოჯახებში ზოგ-ზოგიერთები ვცდილობთ, რომ აღგვედგინა ძველი წვრთნა მეომრის აღზრდის. იმიტომ რომ, არ არის მეომარი, არ არის ქვეყანა. ჩემს შვილს მე შეძლებისდაგვარად ვცდილობდი აღმეზარდა და ჩამენერგა მასში რაღაც თვისებები, რომელიც თუ დასჭირდებოდა ქვეყანას, ამ რთულ გზაზე დააყნებდა და ვიცოდი, რომ ეს გზა იქნებოდა მისთვის რთული. როცა შენ ადგები ამ გზაზე, რაც მე გავიარე, ეს არის ძალიან რთული გზა. ადვილი არაა, მაგრამ ეს არის საამაყო გზა.

ჩემთვის, ანუ შენთვის, ადამიანისთვის, პირადად ეს არის საამაყო შენ თავს გრძნობ ადამიანად, შენ თავს გრძნობ კაცად, შენ თავს გრძნობ შენი ქვეყნის დამცველად. ჩემი შვილიც ცდილობდა, რომ ეგეთი ყოფილიყო და როცა დაიწყო ეს მძიმე წუთები, მან ჩათვალა რაღაცების გამო და ეს იყო მოვალეობები, კაცური მოვალეობები, რაც აკისრია ძირითადად ადამიანს. ჩაბმული იყო ამაში და ჩაება. ვფიქრობ, მის გზაზე იარა ღირსეულად. აღესრულა, მაგრამ მის გზაზე იარა ღირსეულად და ვთქვი მე ერთხელ, რომ მთავარი არ არის დაბადება ან სიკვდილი, იმიტომ რომ ყველაფერი იბადება ამ დედამიწის ზურგზე და მერე ყველაფერი კვდება, მთავარი არის გზა და თქვა კიდეც უფალმა, რომ მე ვარ გზა..., - ამბობს არჩილ ხოფერია. 

ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია. 

25 წლის ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა, ერთ-ერთი დაბომბვისას, ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, გაიარა სათანადო მკურნალობის კურსიც, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა. ქართველი მებრძოლი 1 დეკემბერს დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი