თალიბანმა ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, მოქალაქე სიკვდილით პირველად დასაჯა

გამოქვეყნდა:

ავღანეთში, თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, მოქალაქე სიკვდილით პირველად დასაჯეს.

თალიბანის პრესპიკერის თქმით, კაცი, სახელად თაჯმირი, ფარაჰის პროვინციაში ხალხით სავსე სტადიონზე მას შემდეგ მოკლეს, რაც მან მკვლელობა აღიარა.

ჩამოხრჩობას ჯგუფის არა ერთი ლიდერი, მათ შორის, მათი მთავრობის უმეტესობა დაესწრო.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლეებს შარიათის კანონის სრულად აღსრულება დაევალათ.

თალიბანის უზენაესმა ლიდერმა ჰაიბათულა ახუნდზადამ გასულ თვეში გასცა ბრძანება, რომლითაც მოსამართლეებს უბრძანა შემოეღოთ კანონები საჯარო სიკვდილით დასჯასა და ჩაქოლვაზე, თუმცა კონკრეტული დანაშაულები და შესაბამისი სასჯელები თალიბანის მიერ ოფიციალურად განსაზღვრული არ არის.

დაბრუნების შემდეგ, თალიბანი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 1996-2001 წლებში მათ წინა ხელისუფლებაში არსებული მკაცრი წესები შედარებით მსუბუქად აღსრულდებოდა, თუმცა, საჯარო სიკვდილით დასჯა, რომელიც 7 დეკემბერს მოხდა, იმაზე მიუთითებს, რომ ისლამისტური დაჯგუფება შარიათის კანონის კვლავ ექსტრემისტულ ინტერპრეტაციას მიმართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი