
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საბჭოს სხდომაზე მან თქვა, რომ "ბირთვული ომის საფრთხე იზრდება და დასამალი არაფერია".
პუტინმა სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი "ჭკუიდან არ შეშლილა" და იცის, რა არის ბირთვული იარაღი. "ჩვენ არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის სამართებელივით ქნევას", - თქვა მან.
პუტინის თქმით, რუსეთი მასობრივი განადგურების იარაღებს თავდაცვის საშუალებებად აღიქვამს.