"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რადიკალურ მოქმედებებზე გადასვლას აანონსებს. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიღებულია გადაწყვეტილება მაქსიმალური შესაძლებლობებით და ყველა მეთოდით იბრძოლონ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად და ეს დაპირისპირება ხელისუფლებასთნ კიდევ უფრო მწვავე გახდება, თუ "ქართული ოცნება" უარს იტყვის მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გაყვანაზე.
ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკური ბრძოლის არსენალი ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება - უცხოელი პარტნიორების ჩართულობა, მასშტაბური და უწყვეტი ქუჩის საპროტესტო აქციები და რაც მთავარია - პარლამენტიდან გამოსვლა - "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აანონსებს.