პოლონეთში დააკავეს ქართველი მძღოლი, რომელსაც ქვეყანაში სირიელი ლტოლვილები უკანონოდ გადაჰყავდა - მედია

გამოქვეყნდა:

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც სირიელი ლტოლვილები ქვეყანაში უკანონოდ გადაჰყავდა.

შემთხვევა 6 დეკემბერს მოხდა. მედიის ცნობით, ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტთან, დაცვის თანამშრომლებმა ავტობუსის მძღოლს შემოწმების მიზნით გაჩერება სთხოვეს, თუმცა მძღოლი არ დაემორჩილა და სიჩქარის მატების შემდეგ პოლიციის მანქანას დაეჯახა. შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. შემოწმების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ავტობუსში ქართველი მძღოლის გარდა 23 სირიელი ლტოლვილი იმყოფებოდა. 

დაკავებულები სასაზღვრო დაცვის პუნქტში გადაიყვანეს. მედია წერს, რომ ისინი პოლონეთის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდნენ, გარდა ამისა, ირკვევა, რომ მათ უკანონოდ გადაკვეთეს საზღვარი სლოვაკეთიდან პოლონეთამდე.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით,  სირიელ ლტოლვილებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებაში, სავარაუდოდ, საქართველოს 32 წლის მოქალაქე დაეხმარა.

რაც შეეხება დაკავებულ 23 ლტოლვის, 22-ს პასპორტი არ აღმოაჩნდა. უცხოელები შენგენის ზონაში სერბეთიდან ფეხით ჩავიდნენ, შემდეგ კი უნგრეთისა და სლოვაკეთის გავლით მანქანით გადავიდნენ პოლონეთში, სადაც ისინი 6 დეკემბერს დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი