ისევ თავდასხმა მედიაზე და ისევ საკუთარი სიტყვების უარყოფა. ირაკლი ღარიბაშვილი უარყოფს, რომ ოპოზიციის ლიდერებს ქართულ სოფლებში უკრაინაში გასაგზავნი მებრძოლების ძებნა დააბრალა. თავის გასამართლებლად პრემიერმინისტრმა ჟურნალისტები მისი ნათქვამის არასწორ ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა.
თუმცა კიდევ უფრო ხისტი იყო ღარიბაშვილი სხვა კრიტიკოსების მიმართ - ამერიკელ კონგრესმენს და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერს პრემიერ მინისტრმა ფაქტობრივად შეურაცხყოფაც კი მიაყენა.
"მე გული არ მტკენია. რა გული უნდა მეტკინოს, არაფერზე არ მტკენია გული. უბრალოდ დიდი შეცდომა იყო და ქვეყნის პრემიერმა ეგეთი შეცდომა არ უნდა დაუშვას. სიტყვას უნდა მოფრთხილება... მე მაქვს იმედი, რომ როგორც აქამდე, ათასგზის, მოვახერხებთ აქედან ამოსვლას და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი დხა თუ ჩვენ მოგვიწევს სიკვდილი, ეს სიკვდილი იქნება იმისთვის, რომ იცოცხლო საქართველომ, ჩემმა სამშობლომ " - თქვა არჩილ ხოფერიამ ღარიბაშვილის საპასუხოდ.