
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, დღეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავენ. საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მიმდინარე კვირაში რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
მედია წერს, რომ სანქციები შეეხება ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ოჯახს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა კადიროვის ორი ქალიშვილი და ბიძაშვილი.
გარდა კადიროვისა, სანქციები ასევე შეეხება 136 ინდივიდუალურ პირს, მათ შორის დუმის 20 დეპუტატს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს 22 წევრს და სამ ვიცე-პრემიერს, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში მარცვლეულის მოპარვაზე.
მედია წერს, რომ სანქციები დაუწესდებათ რუს მოსამართლეებს, 7 ოფიციალურ პირსა და რუს გუბერნატორებსაც, რომლებიც უკრაინიდან ბავშვების დეპორტაციაში მონაწილეობდნენ. ასევე, 31 ოფიცერს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სარაკეტო თავდასხმებზე უკრაინის ინფრასტრუქტურაზე.