
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც რუსეთში, როსტოვის ოლქში პოლიციელს ესროლა, ვაგნერის ჯგუფის წევრი იყო.
მედია წერს, რომ კაცი უკვე დაკავებულია - ის ნოვოშახტინსკის მახლობლად ცარიელ შენობაში იპოვეს.
ტელეგრამ BAZA-ზე გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული დეზერტირი მებრძოლი პაველ ნიკოლინია, ის კოლონიაში სასჯელს იხდიდა ძარცვისა და ყაჩაღობისთვის, როცა ვაგნერის ჯგუფმა გადმოიბირა, თუმცა 24 ნოემბერს ნიკოლინმა ბრძოლა გადაიფიქრა და გაიქცა.