
ირანის უმაღლესი ლიდერის, აითოლა ალი ხამენეის და თავისი ძმის ქმედებებს გმობს და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს. ხამეინის დის წერილი სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრებმა მისმა შვილმა გამოაქვეყნა.
"ვფიქრობ, ახლა მიზანშეწონილია ვთქვა, რომ ვეწინააღმდეგები ჩემი ძმის ქმედებებს და თანავუგრძნობ ყველა დედას, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის დანაშაულებს გლოვობენ ხომეინის დროიდან ალი ხამენეის ახლანდელი დესპოტური ხალიფატის ეპოქამდე. ალი ხამენეის რევოლუციის გუშაგებმა და დაქირავებულებმა უნდა დაყარონ იარაღი რაც შეიძლება მალე და შეუერთდნენ ხალხს, სანამ ეს გვიანი არაა", - წერს ბადრი ჰოსეინი ხამენეი.
ირანში საპროტესტო აქციები უკვე ოთხი თვეა მიმდინარეობს. პროტესტი 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.
უწყვეტი აქციების შემდეგ ირანის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მორალის პოლიცია უქმდება.