იყო ქართველი მებრძოლების გამოსვენების ცდა, რასაც მოჰყვა დაჭრილები - ბახმუტში ისევ მძიმე მდგომარეობაა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ბახმუტში კვლავ დაძაბული ვითარებაა. მიუხედავად მცდელობებისა, 3 დეკემბერს დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

თანამებრძოლების გამოსვენებას დავით ქუქჩიშვილი რაზმთან ერთად ცდილობდა, რა დროსაც დაიჭრნენ ჯარისკაცები და ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში მებრძოლი გიორგი როინიშვილი ამბობს, რომ უკრაინულ და რუსულ მხარესაც მსხვერპლი დიდია, კრემლი კი ბახმუტის აღებას ყველა ტიპის იარაღის გამოყენებით ცდილობს.

"ძალიან მძიმე მდგომარეობაა მტერი გვიტევს გააფთრებით. წინსვლა აქვს უმნიშვნელო, თუმცა ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად. მსხვერპლი ორივე მხრიდან საკმაოდ დიდია. იყო კიდევ ცდა, რასაც მოჰყვა დაჭრილები ჩვენი მხრიდან და უშედეგო იყო ეს ცდა. დათო ქუქჩიშვილი ქართველ პარტიზანებთან ერთად აწარმოებდა ამ ოპერაციას. ქართველების მხრიდან დაჭრილები არ გვყავს. ძალიან ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს", - თქვა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, გიორგი როინიშვილმა. 

ბახმუტთან ბრძოლაში ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა სამ დეკემბერს დაიღუპნენ. ხუთივე აფხაზეთის ომის მონაწილე იყო.

24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას 33 ქართველი გმირი შეეწირა. საქართველოს თავისუფლებისთვის! - ეს არის უკრაიონაში მებრძოლი ყველა ქართველის მთავარი მოწოდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი