პუტინის ომს უკრაინაში ბოლნისში დაბადებული 29 წლის რუსლან ბაირამოვი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

პუტინის ომს უკრაინაში საქართველოში დაბადებული 29 წლის რუსლან ბაირამოვი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, დაღუპული სამხედრო დედასთან ერთად ლუგანსკის ოლქში ცხოვრობდა.

ბაირამოვი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში დაიბადა და რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, მიკოლაევის ოლქში, 6 ოქტომბერს დაიღუპა. საქართველოში დაბადებული მებრძოლი მსახურობდა კონტრაქტით, უკრაინის 59-ე მოტორიზებულ ბრიგადაში. 

უკრაინული გამოცემები წერენ, რომ რუსლან ბაირამოვი სრული სამხედრო პატივით დაკრძალეს ქალაქ გაისინის სასაფლაოზე, ვინიცის ოლქში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი