ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარი მოქმედებებთან დაკავშირებით - ღუდუშაური მამუკა მამულაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელ, მამუკა მამულაშვილზე ამბობს, რომ მას საქართველოდან ხალხი ომში ფულის სანაცვლოდ მიჰყავს. 

ღუდუშაურმა თქვა, რომ მამულაშვილს ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით.

"მინდა დავამატო იმ ძალიან ამორალურ, ჩემი აზრით, ფაქტს, რაც მამულაშვილთან მიმართებაში თანხის ფაქტს ეხება, მე მინდა მოვუწოდო პრაქტიკულად დროგამოშვებით ეს ადამიანი გამოდის პარტიული ტელევიზიების ეთერით და მოძღვრავს და ასე შემდეგ, იქიდან ქართველ ხალხს ჭკუას გვასწავლის და აღარ საუბრობს იმას როგორ ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელია მისი გამოსვლები. ამ ადამიანს როგორც ვხედავთ, პირდაპირი გაგებით ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარი მოქმედებებთან დაკავშირებით, ხაზს ვუსვამ, ამორალურია როდესაც ადამიანებს ფულის სანაცვლოდ, ძალიან მიმძიმს ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ სხვა არაფერია თუ არა დაიქირავო ადამიანი იმისთვის, რომ როგორც ჩანს იქ რაღაც საკუთარი ინტერესები გაატარო. 

გნებავთ ნებისმიერი, არ აქვს მნიშვნელობა რაოდენ დიდი მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეს და ეს აქ არ და ვერ იკვეთება ბუნებრივია, ამორალურია თანხის სანაცვლოდ საომარ მოქმედებებში ადამიანების წაყვანა, ეს არის პირდაპირ შენი ქვეყნის, მოქალაქეების ღირსების აყრა", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა. 

მისი თქმით, მამულაშვილი ენმ-ს აქტიური "აპოლოგეტია" და ის ვერ გაემიჯნება ფაქტს, რომ ამ პარტიის მთავარი წარმომადგენელია დღეს და მის იდეებს ატარებს.

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა, მამუკა მამულაშვილმა პრემიერმინისტრის განცხადება 7 დეკემბერს "პალიტრანიუსის" ეთერში უპასუხა და თქვა, რომ რასაც ქართული ლეგიონი აკეთებს საქართველოს ინტერესების დაცვა და მეგობრობის გამყარებაა. მან "ქართულ ოცნებას" მოუწოდა არ გაატარონ რუსული პოლიტიკა საქართველოში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი