„მინდა, ყველას შევახსენო, რომ არსებობს გარკვეული თარიღები, რომლებსაც, გვინდა, თუ არ გვინდა, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, სჭირდება განსაკუთრებული აღნიშვნა, რადგან იმედის, სიხარულის და ბედნიერების განცდა აუცილებელია ადამიანების ცხოვრებაში. სწორედ ასეთია ახალი წელი. ვისურვებ, რომ არასდროს, მსოფლიოს არც ერთ ქალაქში არ გაქრობოდეთ ადამიანებს მისი სათანადოდ აღნიშვნის სურვილი. დღეს მსოფლიო არის სერიოზული გამოწვევების წინაშე, ჩვენს რეგიონშიც სერიოზული პრობლემებია ამ მიმართულებით, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველგან ცდილობენ, ადამიანებს მისცენ შესაძლებლობა, აღინიშნონ შობა-ახალი წლის დღეები. ძალიან სამწუხაროა და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ბოლო დღღეებია, ვისმენთ ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთა განხილვას დღეს აქ არ შევუდგები. შემიძლია, ვთქვა ერთი, არავის მივცემთ უფლებას, ბნელი, ბოროტი განზრახვებით ჩვენ, საქართველოსა და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები“
- თქვა თბილისის მერმა, კახა კახაძემ მთავრობის სხდომაზე.