ენმ-ში გაფართოებული შეხვედრა იმართება, რომელსაც სამი ოპოზიციური პარტია ესწრება

გამოქვეყნდა:

"ნაციონალურ მოძრაობაში" შეხვედრა იწყება, რომელსაც სამი პარტიის - "გირჩი მეტი თავისუფლების", "დროასა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებიც ესწრებიან. პარტიებმა უნდა იმსჯელოს როგორი შეიძლება იყოს ერთიანი სამოქმედო გეგმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. 

პარტიები ამბობენ, რომ ერთიანი ბრძოლა გადამწყვეტია. დღევანდელ შეხვედრას, სავარაუდოდ, არ დაესწრებიან თავმჯდომარეობის კანდიდატ, ლევან ხაბეიშვილის გულშემატკივრები.

"ნაციონალური მოძრაობაში" ამბობენ, რომ სტრატეგიას გაასაჯაროებენ მას შემდეგ, რაც კონსულტაციები დასრულდება.

ცნობილია, რომ ხვალ, 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად აქცია გაიმართება. ხვალ მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა იმსჯელოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი